თბილისში პროექტის, „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“, პრეზენტაცია გაიმართა
დეკემბერი 13, 2023

თბილისში პროექტის, „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“, პრეზენტაცია გაიმართა


8 დეკემბერს თბილისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის, „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“, პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამის მისაღწევად პროექტის მთავარი ამოცანებია საზოგადოების ფართო ჩართულობისა და თანამშრომლობის წახალისება და ქვეყანაში დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, მედიის, ბიზნესის, ახალგაზრდა იურისტებისა თუ აქტივისტების სამართლებრივი მხარდაჭერა და გაძლიერება. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი დიალოგის დაწყებას და საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების უკეთ ინფორმირებას.

ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებულ პროექტს კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი ახორციელებს, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH). პროექტის ხანგრძლივობა 33 თვეა.

„ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს საზოგადოების ყველა სეგმენტის გაერთიანებული და მტკიცე ძალისხმევა სჭირდება. საქართველოს ევროპული გზა არის ქვეყნის ხანგრძლივი და ტრანსფორმაციული სვლა უფრო მტკიცე სტაბილურობისა და უსაფრთხოებისაკენ. ეს არის სვლა პოლიტიკური რეფორმებისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისაკენ. ევროკავშირის სტანდარტებთან და ღირებულებებთან შემდგომი დაახლოებით საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა, გააუმჯობესოს მმართველობა, დაამკვიდროს კანონის უზენაესობა და გააძლიეროს ადამიანის უფლებების დაცვა“, — აღნიშნა პრეზენტაციაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ გამოფენა სახელწოდებით, „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“. გამოფენა ევროპული დემოკრატიული ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულებასა და ევროპასთან ქვეყნის ისტორიულ კავშირებს გამოკვეთს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,