ევროკავშირმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და საქართველომ ქვეყნის მწვანე გარდაქმნის მხარდასაჭერი რეფორმების პროგრამა მიიღეს
ნოემბერი 30, 2023

ევროკავშირმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და საქართველომ ქვეყნის მწვანე გარდაქმნის მხარდასაჭერი რეფორმების პროგრამა მიიღეს


24 ნოემბერს ევროკავშირმა და სახელმწიფო ბანკებმა — KfW (გერმანია) და AFD (საფრანგეთი) — საქართველოს მთავრობასთან მრავალწლიანი რეფორმების პროგრამას, „საქართველოს მწვანე გარდაქმნას“ მოაწერეს ხელი. 

პროგრამა მოიცავს მწვანე გარდაქმნაზე კონცენტრირებული რეფორმების 11 სფეროს, რომლებშიც შედის განახლებადი ენერგია, მწვანე წყალბადი, ნახშირბადის ფასები, გონივრული მობილობა, დაბინძურების კონტროლი და მდგრადი ფინანსები. 

პროგრამა პოლიტიკაზე დაფუძნებულ საკრედიტო საშუალების სახითაა შემუშავებული. საქართველო ვალდებულებას იღებს, განახორციელოს ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც მეტად დააახლოებს ქვეყანას ევროკავშირის სტანდარტებთან. ამის სანაცვლოდ, საქართველო შეღავათიან საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს. 

„საქართველოს მწვანე გარდაქმნა“ ეფუძნება „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამას“, რომელიც საფრანგეთმა AFD-ის მეშვეობით, გერმანიამ KfW-ის მეშვეობით და ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით 2018-2023 წლებში განახორციელეს. 

პირველი პროგრამის ფარგლებში AFD-მა და KfW-მა 641 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია ჩადეს, ევროკავშირის მხარდაჭერით კი გრანტების სახით ტექნიკური დახმარებისთვის 8.5 მილიონი ევრო გამოიყო.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,