ევროკავშირის, UNDP-ისა და საქართველოს ახალი პროექტი მოსახლეობის  მოწყვლად ფენებს სახელმწიფო სერვისებზე წვდომას გაუმარტივებს 
ნოემბერი 17, 2023

ევროკავშირის, UNDP-ისა და საქართველოს ახალი პროექტი მოსახლეობის  მოწყვლად ფენებს სახელმწიფო სერვისებზე წვდომას გაუმარტივებს 


16 ნოემბერს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, დაგლას უებმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ლაშა ლობჯანიძემ ახალი პროექტის დაწყებაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 

ახალი პროექტი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისა და ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო სერვისებზე წვდომას გააუმჯობესებს. 

ინიციატივა საქართველოს ოთხ რეგიონში, კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და გურიაში განხორციელდება. მისი მეშვეობით 100 000-ზე მეტი ადამიანი შეძლებს სარგებლის მიღებას. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“  (ENPARD) ნაწილს წარმოადგენს. 

დამატებითი ინფორმაცია

Პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,