ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მეთხუთმეტე წლიური შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 17, 2023

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მეთხუთმეტე წლიური შეხვედრა გაიმართა


14-16 ნოემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მეთხუთმეტე წლიური შეხვედრა გაიმართა. ფორუმს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 250-ზე მეტი წარმომადგენელი და ევროკავშირის და სახელმწიფოთა ლიდერები დაესწრნენ. მათ აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მრავალმხრივი თანამშრომლობის მომავალი და ამ თანამშრომლობაში სამოქალაქო საზოგადოების როლი განიხილეს. 

ღონისძიების მონაწილეებმა უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების მერე აღმოსავლეთ პარტნიორობის  ქვეყნებსა და რეგიონში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებები შეაფასეს. კერძოდ, ისინი კონცენტრირდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკასა და გაფართოების პროგრამას შორის სინერგიის შესაძლებლობებზე და დასავლეთ ბალკანეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე. 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს, ერთი მხრივ, ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობებსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის სფეროებს.

ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს იმაზეც, თუ როგორ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის მეგობრული გარემოს შექმნა და კიბერშეტევებისა და ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მედეგობის გამომუშავება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,