საქართველოს სპორტულ ობიექტებს ენერგოეფექტიანობის კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ
ოქტომბერი 6, 2023

საქართველოს სპორტულ ობიექტებს ენერგოეფექტიანობის კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ


კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ენერგოეფექტიანობის ახალ კამპანიას იწყებს. 

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ამ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად ქვეყანაში არსებული სპორტული ობიექტებია მიწვეული.

კამპანია სპორტულ ობიექტებს ენერგიის დაზოგვის ევროპული პრაქტიკის დანერგვასა და ენერგოეფექტიანობის წახალისებაში დაეხმარება. გარდა ამისა, კამპანია ენერგოეფექტიანობის საკითხებზე თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებას შეუწყობს ხელს. 

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია ამ ბმულის საშუალებით.                        

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაცია  

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ოქტომბერი 8, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,