ციფრული კომპეტენციის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის: შეიტანეთ განაცხადი 4 ოქტომბრამდე
სექტემბერი 29, 2023

ციფრული კომპეტენციის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის: შეიტანეთ განაცხადი 4 ოქტომბრამდე


ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმმა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ციფრული კომპეტენციის ასამაღლებელი კურსი შეიმუშავა. 

„ციფრული კომპეტენცია სსო-ებისთვის“ ჰიბრიდული კურსია და ონლაინ და ფიზიკურ შეხვედრებს მოიცავს. ის შედგება დიაგნოსტიკური  ონლაინსესიებისგან, პირისპირ ჩატარებული სემინარებისგან და პრაქტიკული ინდივიდუალური წვრთნებისგან.  

სსო-ები შეძლებენ ისეთ პრიორიტეტულ საჭიროებებზე კონცენტრირებას, როგორიცაა მონაცემებზე წვდომისა და მათი გამოყენების გაუმჯობესება, ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციისთვის და კიბერუსაფრთხოების გაძლიერება.

კურსი, ძირითადად, გამიზნულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მენეჯერების/პერსონალის/მოხალისეებისთვის, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ის, თუ როგორ მართავს ორგანიზაცია მონაცემებს და იყენებს ტექნოლოგიებს. მონაწილეები შეიძლება იყვნენ როგორც დამწყები, ასევე საშუალო დონის პრაქტიკოსები. მათ, ამასთან, მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4 ოქტომბერი.

კურსი დაიწყება 18 ოქტომბერს და დასრულდება 2023 წლის ბოლოსათვის.

ორდღიანი “პირისპირ” სემინარი მოეწყობა სხვადასხვა ადგილას: სავარაუდოდ, ერევანში (9-10 ნოემბერი), თბილისში (20-21 ნოემბერი), კიშინიოვში (23-24 ნოემბერი) და კიევში (23- 24 ნოემბერი). მონაწილეებს მიიწვევენ მხოლოდ ერთ სემინარზე, რომლის ადგილმდებარეობასაც ორგანიზატორები განსაზღვრავენ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ოქტომბერი 4, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,