ევროკავშირი საქართველოში პარტნიორებს ფინანსური მხარდაჭერის ჩარჩოს შესახებ მოსაზრებების წარსადგენად იწვევს
ივლისი 31, 2023

ევროკავშირი საქართველოში პარტნიორებს ფინანსური მხარდაჭერის ჩარჩოს შესახებ მოსაზრებების წარსადგენად იწვევს


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პარტნიორებსა და დაინტერესებულ მხარეებს სთხოვს, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები ქვეყნისადმი ევროკავშირის ამჟამად მოქმედი ფინანსური დახმარების ჩარჩოს შესახებ. მოსაზრებები საქართველოს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ინდიკატური პროგრამის (MIP) შუალედური შეფასების ფარგლებში მიიღება. 

შეფასების მიზანს პროგრამის ვადის მეორე ნახევრის განმავლობაში მისი კორექტირების საკითხის განხილვა წარმოადგენს. 

დისკუსიის დასაწყებად, ევროკავშირის წარმომადგენლობამ რამდენიმე კითხვა მოამზადა. პარტნიორებს მათზე პასუხების გაცემა ონლაინკითხვარის საშუალებით 15 აგვისტომდე  შეუძლიათ. ამ კონსულტაციების შედეგს წარმომადგენლობა MIP-ის შეფასებისას გაითვალისწინებს. 

ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით პროგრამის პრიორიტეტებია:

  • მედეგი, მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკა; 
  • ანგარიშვალდებული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და უსაფრთხოება;
  • გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადობა;
  • მდგრადი ციფრული ტრანსფორმაცია;
  • მდგრადი, გენდერული ნიშნით თანასწორი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,