ევროკავშირის და UNDP-ის ორგანიზებით ლაგოდეხსა და კაბალში ბავშვებისათვის ქუჩის მხატვრობის მასტერკლასი მოეწყო 
ივლისი 14, 2023

ევროკავშირის და UNDP-ის ორგანიზებით ლაგოდეხსა და კაბალში ბავშვებისათვის ქუჩის მხატვრობის მასტერკლასი მოეწყო 


12 ივლისს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ევროკავშირის წარმომადგენლობასა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ლაგოდეხსა და კაბალში მცხოვრები ბავშვებისთვის ხელოვნების მასტერკლასი მოაწყო.

ქართველი მხატვრის, გამეზას ხელმძღვანელობით ჩატარებულ ღონისძიებაზე ქუჩის მხატვრობის და გრაფიტის სამყაროს გასაცნობად 70-ზე მეტი ბავშვი და მოზარდი შეიკრიბა.

საკუთარი შემოქმედების საშუალებით სკოლის მოსწავლეებმა გამოხატეს მოსაზრებები ისეთი ფასეულობების შესახებ, როგორიცაა თანასწორობა, ჩართულობა, სამართლიანობა, დამოუკიდებლად ცხოვრება, ნდობა და ღირსება. 

მასტერკლასი ორგანიზებული იყო პროექტის, HumanRights4All, ფარგლებში, რომლის მიზანია ისეთი საზოგადოების შექმნის ხელშეწყობა, სადაც თითოეული ადამიანის უფლებას სცემენ პატივს და იცავენ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,