ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ სოფელ მეჯვრისხევში განახლებული ამბულატორია გახსნეს
ივნისი 23, 2023

ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ სოფელ მეჯვრისხევში განახლებული ამბულატორია გახსნეს


ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) შიდა ქართლის რეგიონის სოფელ მეჯვრისხევში ამბულატორიის განახლებული შენობა გახსნეს. 

ამბულატორია პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას უწევს 6,000-ზე მეტ ადამიანს — მათ შორის 1,000-ზე მეტ ბავშვს — რომლებიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ. 

პროექტის ფარგლებში განახლდა სანტექნიკა, ელექტრო თუ გათბობის სისტემები და შენობის ინტერიერი, ამბულატორიაში კი განთავსდა ახალი სამედიცინო ინვენტარი და ავეჯი. გარდა ამისა, კლინიკის სივრცე გადაკეთდა ისე, რომ ის ხელმისაწვდომი გამხდარიყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვისაც. 

სოფელ მეჯვრისხევის ამბულატორია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, EU4Dialogue, ფარგლებში განახლდა. პროექტის მიზანი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,