ევროკავშირი და ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციაზე საქართველოს კანონპროექტის არსებული სახით მიღებას რეკომენდაციას არ უწევენ
ივნისი 16, 2023

ევროკავშირი და ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციაზე საქართველოს კანონპროექტის არსებული სახით მიღებას რეკომენდაციას არ უწევენ


ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ვენეციის რეკომენდაციებს, არ იქნას მიღებული დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც საქართველომ შესაფასებლად კომისიას წარუდგინა. 

12 ივნისს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ კანონპროექტის „პერსონალური ზომები“ „გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს როგორც უკანასკნელი საშუალება, დროებით და განსაკუთრებულ ვითარებაში, და როგორც ანტიოლიგარქიული გავლენის სისტემის შემავსებელი და — არა ალტერნატივა“. ამასთან, მან არ უნდა ჩაანაცვლოს ის სისტემური ზომები, რომლებიც წარმოადგენს „ყველაზე ეფექტიან გზას დემოკრატიულ ქვეყანაში ოლიგარქიული გავლენის აღსაკვეთად და შესაზღუდად“. 

„ამჟამად  წარმოდგენილი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ერთი დიდი პარადოქსი შემდეგია: თუკი ადმინისტრაციული და სასამართლო სისტემები იმისათვის საკმარისად ძლიერები და დამოუკიდებლები არიან, რომ იქ აღწერილი ‘პერსონალური ზომების’ შესრულების მხარდაჭერა შეძლონ, მაშინ მსგავსი ზომები საჭირო აღარაა, რადგან უკვე დაკმაყოფილებულია გაცილებით სისტემური და ეფექტიანი სტრატეგიის განხორციელებისთვის საჭირო წინაპირობები“, — აცხადებს კომისია, — „თუკი, საპირისპიროდ, ადმინისტრაციული და სასამართლო სისტემები ‘დატყვევებულია’ იმ ინტერესების მიერ, რომელთაც უნდა შეებრძოლოს ‘პერსონალური ზომები’, მაშინ მსგავსი ზომები ან არაეფექტიანია, ან — იმის გათვალისწინებით, რომ მათი მიღება უნდა მოხდეს აღმასრულებელი აქტებით, რომლებიც სრულად არ ემორჩილება ეფექტიან სამართლებრივ კონტროლს — არის ძალიან სახიფათო ადამიანის უფლებებისთვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის“.

თავის მხრივ, ევროკავშირი აცხადებს, რომ მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას „უკეთესი გამოსავლის პოვნაში სისტემური მიდგომის გამოყენებით“. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,