EU4Climate: თბილისში ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა
ივნისი 6, 2023

EU4Climate: თბილისში ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა


ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით,  EU4Climate პროგრამის ფარგლებში 3-4 ივნისს თბილისში ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ ჩატარდა.

ფესტივალი ორგანიზებული იყო სოციალური საწარმო „ვენტილატორისა“ და სარეკლამო კომპანია „ბეთერფლაის“ მიერ, ხელშემწყობთა ფართო წრესთან თანამშრომლობით. 

„მწვანე ბაზარი“ იქცა პლატფორმად სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, ახალგაზრდებისა თუ აქტივისტებისთვის, წარმოეჩინათ ეკომეგობრული ჩვევების გამომუშავების მნიშვნელობა, გაეზიარებინათ გამოცდილება და მოეძიებინათ თანამშრომლობის ახალი გზები. 

საგანმანათლებლო და რეკრეაციული აქტივობები მოიცავდა ეკომეგობრული ბიზნესის გამოფენას, საბავშვო საგანმანათლებლო კუთხესა და გადამუშავებული მასალისგან დამზადებული პროდუქციის ბაზრობას.

EU4Climate პროგრამა ევროკავშირისა და UNDP-ის ერთობლივი ინიციატივაა და მისი მიზანია, დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, შეასრულონ პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გააუმჯობესონ კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკა თუ კანონმდებლობა და შეამცირონ კლიმატის ცვლილების ზემოქმედება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,