დაიწყო რეგისტრაცია ჰაკათონზე, „სოციალური სერვისები ახალგაზრდებისთვის“
მაისი 25, 2023

დაიწყო რეგისტრაცია ჰაკათონზე, „სოციალური სერვისები ახალგაზრდებისთვის“


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მონაცემთა ვიზუალიზაციით დაინტერესებულ დიზაინერებს, პროგრამისტებსა და მონაცემთა ენთუზიასტებს 29-30 ივნისს ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ სოციალური სერვისების ჰაკათონზე იწვევს. 

ღონისძიების ორგანიზატორია პლატფორმა AskGov.ge.  

AskGov.ge-ის მიხედვით, საქართველოში არსებულ სოციალურ სერვისებზე საზოგადოების ცნობიერება რადიკალურად დაბალია. არაბენეფიციარი მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს არასოდეს სმენია არცერთი სოციალური სერვისის შესახებ, ხოლო 57.7%-მა მხოლოდ ორი სოციალური პროგრამის შესახებ იცის. ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ახალგაზრდები ვერ იღებენ მხარდაჭერის ისეთ საბაზისო სერვისებს, როგორიცაა განათლებაზე წვდომა, ჯანდაცვა, სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი, ტრანსპორტირება, სოციალური ინტეგრაცია და სხვა სიკეთეები, რომლებიც მათთვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებებითა და ქვეყნის სოციალური პოლიტიკითაა გარანტირებული. 

შესაბამისად, ჰაკათონის მიზანია, ამ პრობლემის დაძლევა და ახალგაზრდებში სოციალური სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ჰაკათონის ფარგლებში ორგანიზატორები მონაწილეებს მიაწვდიან სოციალური სერვისების ირგვლივ AskGov.ge-ის მეშვეობით მოპოვებულ მონაცემებს, თქვენი ამოცანა კი ამ მონაცემთა ვიზუალიზაცია იქნება. მომავალი თვეების განმავლობაში შექმნილ ვიზუალიზაციებს ფართო საზოგადოება და ახალგაზრდების სოციალური სერვისების პოტენციური ბენეფიციარები გაეცნობიან. 

გამარჯვებული ვიზუალიზაციის ავტორებისთვის საპრიზო ფონდი 11,000 ლარს შეადგენს.

ჰაკათონზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია 5 ივნისამდე: https://forms.gle/CE2jwdzCa3gxYrwq8

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივნისი 5, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,