ევროკავშირი რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე საქართველოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს
EBRD
მაისი 18, 2023

ევროკავშირი რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე საქართველოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს


ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს საქართველოს გადაწყვეტილებაზე, აღადგინოს რუსეთთან ფრენები მას მერე, რაც რუსეთმა გასულ კვირას ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნა გადაწყვიტა. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა 16 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო იმ კონტექსტში, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომის გამო ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა რუსეთის ავიაციას სანქციები დაუწესეს და აკრძალეს ფრენები რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე.

„ეს ნაბიჯი შეშფოთებას იწვევს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლისა და ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკის სფეროში შესაბამისობის ვალდებულების თვალსაზრისით, რაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული“, — განაცხადა პიტერ სტანომ.

„სამწუხაროდ, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელი შარშანაც დაბალი 44%-იდან წელს, ამდროინდელი მონაცემებით, კიდევ უფრო, 31%-მდე შემცირდა“, — დაურთო მან. 

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) რუსეთის თვითმფრინავების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,