ევროკავშირი და UNDP ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე საჯარო დისკუსიათა ციკლს იწყებენ  
აპრილი 25, 2023

ევროკავშირი და UNDP ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე საჯარო დისკუსიათა ციკლს იწყებენ  


ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საჯარო დისკუსიათა ციკლი, „საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე“, დაიწყეს. 

ადამიანის უფლებების თემის გარშემო გამართულ დისკუსიებში ექსპერტები, უფლებადამცველები, პოლიტიკოსები, სტუდენტები, არასამთავრობო სექტორისა და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. 

პირველი შეხვედრა გაიმართება 28 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება — ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ  მუზეუმში (ივანე ჯავახიშვილის 7 ნომერი). დისკუსიის თემა იქნება „ადამიანის უფლებები, როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედი“, ხოლო მომხსენებელი — ქართველი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და ყოფილი პოლიტიკოსი, ლევან ბერძენიშვილი. 

შეხვედრების ციკლი 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, გარემოსდაცვითი სამართალი, შრომითი უფლებები და გამოხატვის თავისუფლება. ყოველთვიურად გამართულ დისკუსიებზე დასწრება და ექსპერტებთან თუ პოლიტიკოსებთან დიალოგში ჩართვა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,