EU4Youth პროგრამამ ქართველი ახალგაზრდებისათვის შრომით უფლებებზე ჩატბოტის თამაში შექმნა 
აპრილი 21, 2023

EU4Youth პროგრამამ ქართველი ახალგაზრდებისათვის შრომით უფლებებზე ჩატბოტის თამაში შექმნა 


პროგრამამ, „EU4YOUTH: ახალგაზრდების დასაქმება და მეწარმეობა“, ტელეგრამის პლატფორმაზე ჩატბოტის თამაში, @fairemployment, შექმნა. მისი მიზანი ახალგაზრდებისა და დამსაქმებლებისათვის სამართლიანი დასაქმების პრაქტიკისა და სტანდარტები შესახებ ინფორმაციის გაცნობაა.

@fairemployment-ის მოთამაშეებს შეუძლიათ, აირჩიონ დამსაქმებლის ან დასაქმებულის როლი და სამუშაო სივრცეში დადგმულ სცენარებში მონაწილეობით გამოცადონ, თუ რამდენად კარგად იცნობენ სამართლიანი შრომის პრაქტიკას. 

თამაშში წარმოდგენილია გასაუბრების წინა, უშუალოდ გასაუბრებისა და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპები. ჩატბოტის მიერ დასმულ სამ-სამ კითხვაზე გაცემულ პასუხებზე დაყრდნობით, მოთამაშე მიიღებს რისკის შემცველი პოტენციური საკითხების სიას. ამ გზით ის შეიტყობს, როდის ირღვევა დასაქმებულის შრომითი უფლებები.

ტელეგრამის აპლიკაციაზე თამაში ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი.

პროგრამა, „EU4YOUTH: ახალგაზრდობის დასაქმება და მეწარმეობა“, თანადაფინანსებულია ევროკავშირისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება ლიეტუვის პროექტების მართვის ცენტრალური სააგენტოს (CPMA) მიერ. პროგრამა მიზნად ისახავს ინფორმაციის გავრცელებას შემდეგ საკითხებზე: კარიერის დაგეგმვის პროცესი, შრომითი ბაზარი, პერსონალური განვითარება და დასაქმების სათანადო სტანდარტები ახალგაზრდებისათვის.



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,