ევროპის სოლიდარობის კორპუსი: მოხალისეობის შესაძლებლობა პოლონეთის ქალაქ ვროცლავში 
აპრილი 19, 2023

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: მოხალისეობის შესაძლებლობა პოლონეთის ქალაქ ვროცლავში 


პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია, Fundacja Integracji Społecznej Prom, ქართველ, აზერბაიჯანელ, სომეხ და უკრაინელ მოხალისეებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. ინიციატივის მიზანი  გაცვლითი პროგრამის საშუალებით კულტურული და სოციალური ბარიერების დაძლევაა.

მოხალისეები პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მდებარე ოფისში 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდს გაატარებენ. მათ ორგანიზაციის სოციალური მედიისთვის მასალის შექმნა დაევალებათ, კერძოდ, გადაიღებენ ფოტოებსა თუ ვიდეოებს, გამოაქვეყნებენ პოსტებს და დაამზადებენ დიზაინერულ შაბლონებს Canva-ს პლატფორმაზე. ისინი, ამასთან, ფონდს ღონისძიებების ორგანიზებაშიც დაეხმარებიან. 

მოხალისეები საერთო ბინაში განთავსდებიან, სადაც ორადგილიან ოთახებში იცხოვრებენ. ისინი ყოველთვიურად მიიღებენ 500 პოლონურ ზლოტს საკვებისთვის და 150 ევროს ოდენობის ჯიბის ფულს. ორგანიზაცია, ამასთან, ვროცლავამდე მგზავრობის საფასურსა და ადგილობრივი ტრანსპორტის ხარჯებსაც დაფარავს. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 15 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,