ევროკავშირის და UNDP-ის კვლევა საქართველოს ტურიზმის სფეროს შრომის ბაზარს აფასებს
აპრილი 5, 2023

ევროკავშირის და UNDP-ის კვლევა საქართველოს ტურიზმის სფეროს შრომის ბაზარს აფასებს


ქართველი დამსაქმებლები დასაქმების ხელშემშლელ მიზეზებს შორის სამსახურის მაძიებელთა დაბალ კვალიფიკაციასა და არასაკმარის მოტივაციას ასახელებენ. ასეთია საქართველოში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით ჩატარებული ახალი კვლევის ერთ-ერთი ძირითადი დასკვნა.

შრომის ბაზრის კვლევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, იმერეთის, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში ტურიზმისა და სიჯანსაღის (იმავე „ველნესის“) სექტორებში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების განსაზღვრას ისახავდა მიზნად. დასკვნების გამოსატანად კვლევა ამ ხუთი რეგიონის 14 მუნიციპალიტეტში მოპოვებულ მონაცემებს დაეყრდნო.

კვლევის მიხედვით, დამსაქმებელთა უმეტესობა, 88 პროცენტი, პროფესიულ სასწავლებლებთან არ თანამშრომლობს, ხოლო 31 პროცენტი მსგავსი პარტნიორობის უპირატესობებსაც კი ვერ ხედავს. დამსაქმებელთა მხოლოდ 24 პროცენტს აქვს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გამოცდილება, რაც მეტწილად სტუდენტების სტაჟირებასა და მათთვის პრაქტიკული სწავლების შეთავაზებას მოიცავს. 

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ, მცირე განსხვავებების მიუხედავად, ყველა რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული კადრები მომსახურებისა და გაყიდვების პერსონალი, ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტები არიან. უშუალოდ ტურიზმის სექტორში კი ყველაზე დიდი მოთხოვნა მზარეულებზე (34%), მიმტანებზე (20%) და სასტუმროს მომსახურე პერსონალზე (15%) არის.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ჩამოტვირთეთ კვლევა



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,