ღია მმართველობის პარტნიორობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს
მარტი 22, 2023

ღია მმართველობის პარტნიორობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს


ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) ევროკავშირის მხარდაჭერით ღია კარის საგრანტო კონკურსს იწყებს. კონკურსში საპროექტო წინადადებების წარდგენა საქართველოში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსაც შეუძლიათ. 

კონკურსის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში  სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და სექტორთაშორისი პარტნიორობის ისეთ სფეროებში გაძლიერებაა, როგორიცაა: კეთილსინდისიერება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, საჯარო მომსახურება, მართლმსაჯულება, კრიზისებთან გამკლავება, ინფორმაციაზე წვდომა, სამოქალაქო სივრცე, ღია მმართველობა და ომის თუ მის შემდგომ პერიოდში აღდგენის პროცესში ჩართვა. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და კონსორციუმებს მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. უპირატესობა მიენიჭება რამდენიმე მონაწილისგან შემდგარ გუნდებს. კონკურსი ასევე ღიაა ქვეყანათაშორისი პარტნიორობებისთვისაც. 

შერჩეულ კანდიდატებს გრანტის სახით 25,000 ევრომდე თანხა გადაეცემათ.

განაცხადები რაუნდებად მიიღება. თითოეული რაუნდის ბოლო ვადა ყოველი კვარტლის ბოლოა: 2023 წლის 31 მარტი, 2023 წლის 30 ივნისი, 2023 წლის 30 სექტემბერი და 2023 წლის 31 დეკემბერი.

კონკურსი ევროკავშირი კეთილსინდისიერებისთვის პროგრამის ნაწილადაა გამოცხადებული. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ამ პროგრამას ღია მმართველობის პარტნიორობა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი ერთობლივად ახორციელებენ. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,