ევროკავშირი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას მიესალმება
Reuters
მარტი 8, 2023

ევროკავშირი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას მიესალმება


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მიესალმა „ქართული ოცნების“ დღევანდელ განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის თაობაზე.

„მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლოს პროევროპულ რეფორმებზე მუშაობა იმ 12 პრიორიტეტის ფარგლებში, რომლებიც საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად არის საჭირო“, — აღნიშნა წარმომადგენლობამ ტვიტერზე.

7 მარტს, ფართომასშტაბიანი პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

ევროკავშირის განცხადებით, ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და ის ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საქართველოს მიერ დასახულ ამოცანას. იმავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს „საქართველოსა და მისი ხალხისთვის ძალიან ცუდი განვითარებაა“.

დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,