ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისა და გათავისუფლებისკენ მოუწოდებს 
თებერვალი 17, 2023

ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისა და გათავისუფლებისკენ მოუწოდებს 


15 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების თაობაზე უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა. 

ევროპარლამენტის წევრებმა ხაზი გაუსვეს ექსპრეზიდენტის წონის მკვეთრ კლებაზე გაკეთებულ ანგარიშებსა და პატიმრობის პერიოდში მისი მძიმე მეტალებით შესაძლო მოწამვლის შესახებ გამოთქმულ ვარაუდებს. მათ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ სააკაშვილი და მისცენ მას საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის საშუალება. მათ ასევე მოუწოდეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს თავის კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ევროპარლამენტართა აზრით, ეს ნაბიჯები ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს. 

მათი თქმით, ის, თუ, მიხეილ სააკაშვილის სახით, როგორ ეპყრობა ქვეყანა თავის პატიმრებს, საქართველოს მიერ ევროპული ღირებულებების და ევროპული მისწრაფებებისადმი ერთგულების ლაკმუსის ტესტია. ამ მისწრაფებებში კი ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაც მოიაზრება. 

ამას გარდა, 577 ხმით მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ხაზგასმულია იმ ფუნდამენტურ როლზე, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დაკავებაში „პირადი შურისძიების მიზნით“ შეასრულა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,