<strong>ევროკავშირის დაფინანსებით, თელავის ბაგა-ბაღების თანამშრომლებს პირველადი დახმარების აღმოჩენის ტრენინგი ჩაუტარდათ</strong>
იანვარი 24, 2023

ევროკავშირის დაფინანსებით, თელავის ბაგა-ბაღების თანამშრომლებს პირველადი დახმარების აღმოჩენის ტრენინგი ჩაუტარდათ


თელავის მუნიციპალიტეტის 32 ბაგა-ბაღის თანამშრომლებს პირველადი დახმარების აღმოსაჩენი ტრენინგი ჩაუტარდათ. ინიციატივა ევროკავშირის, დანიის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ხელშეწყობით განხორციელდა. 

ტრენინგის გარდა, ორმა ბაგა-ბაღმა მიიღო დამატებითი დაფინანსება სამედიცინო კაბინეტების აღჭურვისთვის.

თანამშრომლების მიერ მსგავსი კურსების გავლა აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ ცალკეულმა ბაგა-ბაღმა ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და უბედურ შემთხვევათა პრევენციის კუთხით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები დააკმაყოფილოს. 

ინიციატივა განხორციელდა ევროკავშირისა და დანიის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მუნიციპალიტეტებში მმართველობის, პოლიტიკისა და მომსახურებათა  გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,