„შემოქმედებითი ევროპა“ მედიის სექტორში თანამშრომლობისა და პლურალიზმის მიმართულებებით კონკურსს აცხადებს 
იანვარი 17, 2023

„შემოქმედებითი ევროპა“ მედიის სექტორში თანამშრომლობისა და პლურალიზმის მიმართულებებით კონკურსს აცხადებს 


ახალი ამბების მედიის სექტორის მხარდასაჭერად, ევროკომისიამ „ჟურნალისტების პარტნიორობის“ მესამე კონკურსი გამოაცხადა. 

კონკურსი ევროკავშირის ინიციატივის, „შემოქმედებით ევროპის“ ფარგლებში ტარდება. შესაბამისად, განაცხადების შეტანა ამ პროგრამის მონაწილე ქვეყნების, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეუძლიათ. 

წლევანდელ კონკურსს, რომლის ბიუჯეტიც 10 მილიონ ევრომდეა გაზრდილი, ორი მიმართულება აქვს: თანამშრომლობა მედიასაშუალებებს შორის და მედიაპლურალიზმი. 

პირველი მიმართულების მიზანია მედიასაშუალებებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება, რის მისაღწევ გზადაც ბიზნესის წარმოებისა და სარედაქციო საქმიანობის სფეროში ინოვაციური მიდგომების დამკვიდრებაა დასახული. განაცხადის შეტანა შეუძლიათ „შემოქმედებითი ევროპის“ მინიმუმ სამი ქვეყნის მინიმუმ სამი პარტნიორისგან შემდგარ კონსორციუმებს. ევროკავშირი დააფინანსებს პროექტების ხარჯის 80%-ს, თითოეული გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი 2 მილიონ ევროს შეადგენს.

მეორე მიმართულება მხარს დაუჭერს მედიაპლურალიზმს და დემოკრატიისა და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებით დაინტერესებულ მედიასაშუალებებს. წინადადებების წარდგენა შეუძლიათ როგორც კონსორციუმებს, ისე ცალკეულ ორგანიზაციებს. ევროკავშირი დააფინანსებს პროექტების ხარჯის 90%-ს, თითოეული გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი 3 მილიონ ევროს შეადგენს.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 27 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 27, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს

აპრილი 19, 2024

EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს

აპრილი 18, 2024

EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,