მოსავლეთ პარტნიორობა: დაიწყო EU4Digital პროგრამის ახალი ფაზა 
ნოემბერი 10, 2022

მოსავლეთ პარტნიორობა: დაიწყო EU4Digital პროგრამის ახალი ფაზა 


EU4Digital პროგრამის მეორე ფაზა ოფიციალურად მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო.

EU4Digital პროგრამა, რომლის მიზანიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ერთიანი ციფრული ბაზრის სარგებელთა გავრცელებაა, EU4Digital ინიციატივის ძირითადი პროგრამა გახლავთ. EU4Digital ინიციატივა ევროკავშირის საფლაგმანო რეგიონული პროგრამაა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციფრულ გარდაქმნას უწყობს ხელს.

მომავალი სამი წლის განმავლობაში EU4Digital პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში მუშაობა ექვს ძირითად სფეროში გაგრძელდება. ეს სფეროებია: ტელეკომუნიკაციის წესები; ელ-სანდოობა და სახელმწიფოთაშორისი ციფრული სერვისები; ელ-ვაჭრობა; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები და სტარტაპის ეკოსისტემები; ელ-ჯანმრთელობა; და ციფრული უნარები. 

EU4Digital პროგრამის მეორე ფაზის დაწყების აღსანიშნავად, EU4Digital ინიციატივამ ორი ონლაინღონისძიება მოაწყო: 2022 წლის 24 ოქტომბერს — აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია, ხოლო 25 ოქტომბერს — EU4Digital პროგრამის II ფაზის დაწყება და საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა.

ციფრულ კონფერენციაზე ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან 200-ზე მეტი დაინტერესებული მხარე და პარტნიორი შეიკრიბა. დისკუსიებზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ციფრული გარდაქმნის როლი გამძლე და მდგრადი მთავრობის, ეკონომიკის და საზოგადოების განვითარებაში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 2, 2024

ბორელი მკაცრად გმობს საქართველოში მომიტინგეთა მიმართ ძალადობას 

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,