გრანტები კომპანიებისთვის, რომლებსაც საქართველოს რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნა სურთ
ოქტომბერი 12, 2022

გრანტები კომპანიებისთვის, რომლებსაც საქართველოს რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნა სურთ


საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა (CSRDG) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებული დიდი, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საგრანტო კონკურსი დაიწყო.

კონკურსის მიზანი საქართველოს სამ რეგიონში — კახეთში, გურიასა და ქვემო ქართლში — ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. ამისათვის ინიციატივა ბიზნეს კომპანიებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობას უჭერს მხარს. 

ბიზნეს კომპანიებს საპროექტო განაცხადების შეტანა ინდივიდუალურად (ან სხვა კომპანიასთან ერთად) და სხვა სექტორთან (ადგილობრივ ხელისუფლებასთან) პარტნიორობით შეუძლიათ. 

თითოეული ინიციატივის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში მინიმუმ 8 სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას.

საპროექტო განაცხადების მიღება 2023 წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.

ცალკეული პროექტი, მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, 2,000-იდან 7,000-მდე ლარით შეიძლება დაფინანსდეს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

თებერვალი 23, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,