ევროპის კოლეჯმა 2023-2024 აკადემიური წლისთვის განაცხადების მიღება დაიწყო — სტიპენდიების მოპოვება საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ
ოქტომბერი 17, 2022

ევროპის კოლეჯმა 2023-2024 აკადემიური წლისთვის განაცხადების მიღება დაიწყო — სტიპენდიების მოპოვება საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ


ევროპის კოლეჯმა 2023-2024 აკადემიური წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე განაცხადების ონლაინ მიღება დაიწყო. სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. 

ევროპის კოლეჯი 1949 წელს ბელგიის ქალაქ ბრიუგეში დაარსდა. 1992 წლიდან მოყოლებული, ფუნქციონირებს კოლეჯის ორი კამპუსი — ერთი ბრიუგეში (ბელგია) და ერთიც ნატოლინში (პოლონეთი).

სწავლის მსურველებს განაცხადის შეტანა კოლეჯის მიერ შეთავაზებულ რამდენიმე სამაგისტრო პროგრამაზე შეუძლიათ. მაგალითად, ხელმისაწვდომია ისეთი პროგრამები, როგორებიცაა ევროპული ეკონომიკის კვლევები, ევროპული სამართალი, ევროპული პოლიტიკის და მმართველობის კვლევები თუ ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 18 იანვარი. 

სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა ფასიანია, მაგრამ ევროპის კოლეჯი აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მკვიდრ, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სტიპენდიებს სთავაზობს. მათი მეშვეობით სტუდენტებს 2023-2024 აკადემიური წლის განმავლობაში ევროპის კოლეჯში დიპლომისშემდგომი განათლების მიღება შეუძლიათ. სტიპენდიები სწავლების, საცხოვრებლის, კვების და მგზავრობის ხარჯებს ფარავს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

იანვარი 18, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს

აპრილი 19, 2024

EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს

აპრილი 18, 2024

EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,