EBRD-ის 2023 წლის ლიტერატურულ პრემიაზე განაცხადების მიღება დაიწყო
სექტემბერი 28, 2022

EBRD-ის 2023 წლის ლიტერატურულ პრემიაზე განაცხადების მიღება დაიწყო


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2023 წლის EBRD-ის ლიტერატურული პრემია გახსნილად გამოაცხადა.

EBRD-ის პრემია ბანკის ოპერირების რეგიონებში შემავალი ქვეყნების ნებისმიერ ენაზე შექმნილი საუკეთესო მხატვრული ნამუშევრის ავტორსა და მის ინგლისურ ენაზე მთარგმნელს გადაეცემა.

კონკურსისთვის მხოლოდ იმ წიგნების წარდგენაა შესაძლებელი, რომლებიც ინგლისურ ენაზე პირველად 2021 წლის 15 ნოემბრიდან 2022 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში ითარგმნა. ამასთან, თარგმანი შესრულებული უნდა იყოს ევროპული (მათ შორის გაერთიანებული სამეფოს) გამომცემლობის მიერ წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომრით (ISBN) და ფასით, რომელიც დაბეჭდილია ევროპული ქვეყნის ვალუტაში.

პირველი პრიზი, 20,000 ევრო, გამარჯვებულ ავტორსა და მთარგმნელს შორის თანაბრად გაიყოფა. მეორე ადგილზე გასული ორი წიგნიდან თითოეული მიიღებს 4,000 ევროს, რომელიც ასევე თანაბრად განაწილდება ავტორსა და მთარგმნელს შორის.

კონკურსის მოკლე სია 2023 წლის მარტში გამოქვეყნდება. 2023 წლის აპრილში კი სამი ფინალისტის ვინაობა გამოცხადდება. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში, EBRD-ის სათავო ოფისში გაიმართება.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.

EBRD-ის 2022 წლის ლიტერატურული პრემია ცნობილი უკრაინელი პროზაიკოსის და პოეტის, სერჰი ჟადანის წიგნმა, „ინტერნატმა“ მოიპოვა.   

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ნოემბერი 30, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,