საქართველო ევროპული სამუსიკო სექტორის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას
სექტემბერი 23, 2022

საქართველო ევროპული სამუსიკო სექტორის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას


ევროკავშირის პროგრამა, „შემოქმედებითი ევროპა“ ევროპის სამუსიკო სექტორში მოქმედ მრავალ ორგანიზაციას შორის კონკურენციის, ინოვაციის და მრავალფეროვნების მხარდასაჭერად ორი ორგანიზაციისგან შემდგარ კონსორციუმს ეძებს. საქმიანობის ნაწილი ამ ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას მოიაზრებს.

საკონკურსო განაცხადების შეტანა შეუძლიათ ორგანიზაციებს საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან (ეს ქვეყნები ასოცირებულები არიან ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის კულტურის მიმართულებასთან ან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ასოცირების მიზნით).

კონკურსში მონაწილეების მსურველებმა უნდა დასახონ ორი დამოუკიდებელი, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული აქტივობა:

  • ფინანსური მხარდაჭერის სქემა სამუსიკო სექტორში მოქმედ მესამე მხარეებზე დაფინანსების გადანაწილების მიზნით;
  • პოტენციალის შემქმნელი საქმიანობების პროგრამა ცოცხალი მუსიკის სექტორის მხარდასაჭერად.

კონკურსის ბიუჯეტი 4.5 მილიონი ევროა.

განაცხადების შეტანა 12 იანვრამდეა შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,