<strong>ევროპის განათლების ფონდი ახალ საგანმანათლებლო კონკურსს აცხადებს</strong>
ივლისი 7, 2022

ევროპის განათლების ფონდი ახალ საგანმანათლებლო კონკურსს აცხადებს


ევროპის განათლების ფონდი (ETF) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოღვაწე განათლების სფეროს მუშაკებს 2022 წლის საგანმანათლებლო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. 

განაცხადების შეტანა შეუძლიათ მათ, ვისაც აქვთ ინოვაციური იდეები ახალი პედაგოგიური მეთოდოლოგიების პრაქტიკაში დასანერგად. წარმოდგენილი იდეა ხელს უნდა უწყობდეს სწავლასა და სწავლებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას, სტუდენტთა სოციალური ინკლუზიის ზრდას, ნოვატორული სასწავლო პროგრამების შექმნას ან ახალი კომპეტენციებისა თუ უნარების ათვისებას.

ამ ტიპის პრაქტიკების დანერგვა შესაძლებელია სხვადასხვა სასწავლო კონტექსტში — იქნება ეს საწყისი პროფესიული განათლება და ტრენინგი, მოზრდილთა განათლება, პროფესიული განვითარება, უმაღლესი განათლება, არაფორმალური განათლება თუ კომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის შეთავაზებული სწავლება. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 22 ივლისი.

დაჯილდოების ცერემონია 2022 წლის ნოემბერს იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ ETF-ის ახალ საგანმანათლებლო ღონისძიებაზე ჩატარდება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივლისი 22, 2022


ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,