ევროკომისიის პორტალები ევროპაში დასაქმების და პროფესიული უნარების წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა
ივნისი 28, 2022

ევროკომისიის პორტალები ევროპაში დასაქმების და პროფესიული უნარების წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა


ევროკომისიამ შექმნა სხვადასხვა სახის ონლაინინსტრუმენტები, რომლებიც სწავლის პარალელურად თუ დასრულების მერე სამუშაოს პოვნაში და საკუთარი უნარებისა და კვალიფიკაციის ევროპის მასშტაბით წარმოჩენაში დაგეხმარებათ. 

დასაქმების პორტალი, EURES გაძლევთ საშუალებას, მოიძიოთ კონკრეტული ტიპის სამუშაო და ძიების შედეგები  ქვეყნის, ენის თუ საჭირო განათლების დონის მიხედვით გაფილტროთ. გარდა ამისა, აქ თქვენ ნახავთ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების თუ სამუშაოს პირობების შესახებ, შრომის ბაზრის მდგომარეობის აღწერას, განცხადებებს საერთაშორისო დასაქმების ბაზრების შესახებ, სადაც დამსაქმებელთან უშუალოდ შეხვედრაა შესაძლებელი და სხვა.

EURES-ზე ამ ტიპის ინფორმაცია მოიპოვება ევროკავშირის 27 ქვეყანაზე, ასევე ისლანდიაზე, ლიხტენშტაინზე, ნორვეგიასა და შვეიცარიაზე. 

მეორე პორტალი – Europass – სტუდენტებს, დასაქმებულებს და ევროპის მასშტაბით დასაქმების მაძიებლებს საკუთარი უნარების და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის ეფექტიანად გავრცელებაში ეხმარება. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით, თქვენ რეზიუმეს (CV) და სამოტივაციო წერილის შედგენას და თქვენი სერტიფიკატებისა და დიპლომის დანართების ერთ ადგილზე თავმოყრას შეძლებთ. 

ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე პირებს ევროკავშირის ქვეყანაში სამუშაოდ ისეთი დამატებითი დოკუმენტაცია შეიძლება დასჭირდეთ, როგორიც ევროკავშირის ცისფერი ბარათია. ამის გამო ევროკომისია გაძლევთ რეკომენდაციას, რომ ვიზის და/ან სამუშაოს უფლების მიღებაზე ზრუნვა ბოლო წუთისთვის არ მოიტოვოთ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,