გრანტები სახელმწიფოთაშორის საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მომუშავე გუნდებისთვის
ოქტომბერი 1, 2022

გრანტები სახელმწიფოთაშორის საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მომუშავე გუნდებისთვის


ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი სახელმწიფოთაშორისი საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროგრამა აცხადებს კონკურსს საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მომუშავე პროფესიონალების და/ან საინფორმაციო სააგენტოებისთვის, მათ შორის საქართველოდან და უკრაინიდან. 

საკონკურსო განაცხადების შესატანად რამდენიმე საბოლოო თარიღია განსაზღვრული.

მინიმუმ ორი პროფესიონალი ჟურნალისტისგან შემდგარ გუნდებს და/ან (ადგილობრივ) საინფორმაციო სააგენტოებს შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი  ჟურნალისტური გამოძიების ჩასატარებლად ნებისმიერი პრობლემის შესახებ, რომელიც ეხება და უკავშირდება ევროპას. 

თითოეული კონკურსისთვის გათვალისწინებული მთლიანი თანხა, რომელიც განაწილდება ყველა მხარდაჭერილ გამოძიებაზე, დაახლოებით 100,000 ევრო იქნება.

გრანტით შეიძლება ანაზღაურდეს სამუშაო დრო და ხარჯები, მაგ. ლოგისტიკა, მგზავრობა. დაზღვევა, იურიდიული მხარდაჭერა, თარგმანები, ტექნოლოგიებზე წვდომა, მონაცემთა პაკეტები და ა. შ.

ფინანსური მხარდაჭერის გარდა, გუნდებს ასევე შეუძლიათ განაცხადის შეტანა მენტორის – გამოცდილი პროფესიონალის მხარდაჭერაზე, რომელიც სპეციალიზებულია ჟურნალისტური გამოძიების საკითხებში, ან აქვს ამა თუ იმ კონკრეტული უნარებისთვის საჭირო კვალიფიკაცია.

საგრანტო პროგრამისთვის განაცხადების შეტანის ექვსი რაუნდია გათვალისწინებული ორწლიანი პერიოდის განმავლობაში (2022-2023).

განაცხადების შეტანის პირველი საბოლოო თარიღია 2022 წლის 7 ივლისი. განაცხადების შეტანის მომდევნო საბოლოო თარიღებია 2022 წლის  8 სექტემბერი, 2022 წლის 10 ნოემბერი, 2023 წლის 12 იანვარი, 2023 წლის 16 მარტი და 2023 წლის 25 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ნოემბერი 10, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,