ლორენცო ნატალის სახელობის კონკურსის 30-ე წლისთავი — შეიტანეთ განაცხადი 31 მარტამდე
თებერვალი 18, 2022

ლორენცო ნატალის სახელობის კონკურსის 30-ე წლისთავი — შეიტანეთ განაცხადი 31 მარტამდე


მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდოს, ლორენცო ნატალის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა მდგრადი განვითარების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს შეუძლიათ. 

ევროკომისიის მიერ 1992 წელს დაარსებული კონკურსი წელს პრიზებს ოცდამეათედ გასცემს. პრემია ატარებს ლორენცო ნატალის სახელს, რომელიც განვითარების საკითხებში ევროკომისიის წევრი და გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და განვითარების მტკიცე მხარდამჭერი გახლდათ.

ჟურნალისტებს აქვთ ერთი განაცხადის შეტანის უფლება ჩამოთვლილი სამი კატეგორიიდან ერთ-ერთში:

  • გრან-პრი: ევროკავშირის ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის მედიაში გამოქვეყნებული რეპორტაჟისთვის.
  • ევროპის პრიზი: ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მედიაში გამოქვეყნებული რეპორტაჟისთვის.
  • საუკეთესო დამწყები ჟურნალისტის პრიზი: 30 წლამდე ასაკის ჟურნალისტის მიერ მომზადებული რეპორტაჟისთვის, რომელიც ევროკავშირის ან მისი ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის მედიაში გამოქვეყნდა.

თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულს 10,000 ევრო გადაეცემა. გარდა ამისა, საუკეთესო დამწყები ჟურნალისტის კატეგორიაში გამარჯვებულს პარტნიორ მედიასაშუალებაში გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცემა.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 31 მარტი

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,