ლორენცო ნატალის სახელობის კონკურსის 30-ე წლისთავი — შეიტანეთ განაცხადი 31 მარტამდე
თებერვალი 18, 2022

ლორენცო ნატალის სახელობის კონკურსის 30-ე წლისთავი — შეიტანეთ განაცხადი 31 მარტამდე


მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდოს, ლორენცო ნატალის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა მდგრადი განვითარების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს შეუძლიათ. 

ევროკომისიის მიერ 1992 წელს დაარსებული კონკურსი წელს პრიზებს ოცდამეათედ გასცემს. პრემია ატარებს ლორენცო ნატალის სახელს, რომელიც განვითარების საკითხებში ევროკომისიის წევრი და გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და განვითარების მტკიცე მხარდამჭერი გახლდათ.

ჟურნალისტებს აქვთ ერთი განაცხადის შეტანის უფლება ჩამოთვლილი სამი კატეგორიიდან ერთ-ერთში:

  • გრან-პრი: ევროკავშირის ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის მედიაში გამოქვეყნებული რეპორტაჟისთვის.
  • ევროპის პრიზი: ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მედიაში გამოქვეყნებული რეპორტაჟისთვის.
  • საუკეთესო დამწყები ჟურნალისტის პრიზი: 30 წლამდე ასაკის ჟურნალისტის მიერ მომზადებული რეპორტაჟისთვის, რომელიც ევროკავშირის ან მისი ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის მედიაში გამოქვეყნდა.

თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულს 10,000 ევრო გადაეცემა. გარდა ამისა, საუკეთესო დამწყები ჟურნალისტის კატეგორიაში გამარჯვებულს პარტნიორ მედიასაშუალებაში გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცემა.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 31 მარტი

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,