ევროკავშირი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს
თებერვალი 8, 2022

ევროკავშირი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს


7 თებერვალს ევროკავშირმა თავისი 30 წლის იუბილე აღნიშნა!

1992 წლის 7 თებერვალს ჰოლანდიის ქალაქ მაასტრიხტში ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებას თორმეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი.

მაასტრიხტის ხელშეკრულებამ ოფიციალურად ჩაუყარა საფუძველი თანამედროვე ევროკავშირს. მასში განსაზღვრულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა ევროპული მოქალაქეობა, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და თანამშრომლობა სამართლებრივ და შინაგან საქმეებში.

ამასთან, მაასტრიხტის ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო ევროს შექმნას, რომელიც უკვე 20 წელია, რაც ევროკავშირის ერთიანი ვალუტაა.

დღეს ევროპული თანამშრომლობის უპირატესობებით ევროკავშირის 27 ქვეყნის 440 მილიონზე მეტი მოქალაქე სარგებლობს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

მაასტრიხტის ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,