ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ანგარიში: პოლიტიკური დაპირისპირება არჩევნების მედიაგაშუქებაზე აისახა
დეკემბერი 17, 2021

ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ანგარიში: პოლიტიკური დაპირისპირება არჩევნების მედიაგაშუქებაზე აისახა


ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნეს. ანგარიშში 54 მედიასაშუალების  (27 ეროვნული და 27 რეგიონული) 5 ივლისიდან 14 ნოემბრამდე პერიოდის საქმიანობაა გაანალიზებული.

შედეგები მიუთითებს, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის გამწვავებამ არჩევნების გაშუქებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მედიის დღის წესრიგს განსაზღვრავდა ისეთი თემები, როგორებიცაა ჰომოფობიური გამოსვლები ივლისში, ჟურნალისტებზე ძალადობა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება ოქტომბერში.

მედიაბანაკებს შორის დაძაბულობა განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო სამაუწყებლო მედიაში – ტელევიზიასა და რადიოში. კერძოდ, მედიასაშუალებები კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერის გზით საკუთარი აუდიტორიით მანიპულირებდნენ.

პოლიტიკური მიკერძოება ნაკლებად შეიმჩნეოდა თითქმის ყველა ეროვნული და რეგიონული ციფრული მედიასაშუალების საქმიანობაში. ისინი ინარჩუნებდნენ სარედაქციო დამოუკიდებლობას და საკუთარ აუდიტორიას მეტად დაბალანსებულ ინფორმაციას აწვდიდნენ.

არჩევნების არაეთიკური გაშუქებით გამოირჩეოდა ეროვნული ბეჭდური მედია, რომელიც შეურაცხმყოფელ ლექსიკას და გადაუმოწმებელ ინფორმაციას იყენებდა. ხოლო რეგიონული და ადგილობრივი პრესა მოვლენებს შედარებით მიუკერძოებლად აღწერდა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,