ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი აგროტურისტული ფესტივალი ტურიზმისა და ბიზნესის თანამშრომლობას უწყობს ხელს
დეკემბერი 9, 2021

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი აგროტურისტული ფესტივალი ტურიზმისა და ბიზნესის თანამშრომლობას უწყობს ხელს


26 ნოემბერს ამბროლაურში „აგროტურისტული ფესტივალი 2021“ ჩატარდა. ღონისძიება „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციის“ ორგანიზებით და ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ფესტივალმა საქართველოს მთიან რეგიონებში ტურიზმის ოპერატორებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს შორის თანამშრომლობას შეუწყო ხელი. ამასთან, მისი მიზანი აგროტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროების პოპულარიზაციაც იყო. 

ღონისძიებაში მონაწილეობდა 65 მეწარმე ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ტყიბულის, ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტებიდან. ფესტივალზე გამოიფინა ჩაი, ღვინო, ძმარი, კარტოფილი და მევენახეობისა და მეფუტკრეობის პროდუქცია. ამასთან, ფერმერებმა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მომსახურება, რომელსაც ისინი მომხმარებლებს სთავაზობენ — კერძოდ, გესტჰაუსების, სათავგადასავლო ბანაკების, ღვინის ტურიზმის და გლემპინგის სერვისები. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,