ევროკავშირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ეწინააღმდეგება
დეკემბერი 3, 2021

ევროკავშირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ეწინააღმდეგება


ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე კომენტარს აკეთებს. 2 დეკემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მიმდინარე წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ლიდერების მიერ მართლმსაჯულების რეფორმირების შესახებ აღებულ იმ ვალდებულებას, რომელიც  მათ 28 ივლისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

განცხადების მიხედვით, მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრამდე განხორციელებული ამგვარი დანიშვნები ეწინააღმდეგება ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისისა (OSCE/ODIHR) და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. 

„ეს ქმედებები შეიცავს იმის საფრთხეს, რომ უფრო მეტი ეჭვის ქვეშ დადგეს სასამართლოს დამოუკიდებლობა  და საზოგადოების ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ“,აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მზად არის, სრულად დაუჭიროს მხარი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას; თუმცა ურთავს, რომ საქართველოს დახმარება ევროკავშირის მხრიდან დამოკიდებული იქნება იმ საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე, რომელთა შორის სასამართლო რეფორმაც შედის. 

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 2, 2024

ბორელი მკაცრად გმობს საქართველოში მომიტინგეთა მიმართ ძალადობას 

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,