სამოქალაქო საზოგადოება ქვემო ქართლის რეგიონში ვაქცინაციის პროცესს უწყობს ხელს
ნოემბერი 23, 2021

სამოქალაქო საზოგადოება ქვემო ქართლის რეგიონში ვაქცინაციის პროცესს უწყობს ხელს


18 ნოემბერს მრავალპროფილურმა ანალიტიკურმა ცენტრმა, „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ (GRASS) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“, ფარგლებში ვაქცინაციის კამპანია დაიწყო.

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ ქვემო ქართლის რეგიონის დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების სომხურენოვან, აზერბაიჯანულენოვან და ქართულენოვან დასახლებებში მობილური ამცრელი პუნქტების ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. კამპანიის შედეგად 85 ადამიანი აიცრა.

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ კამპანიის პირველ ეტაპზე 10 ადგილობრივი ახალგაზრდა გადაამზადა და მიაწოდა მათ ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და ამ პროცესთან დაკავშირებული დეზინფორმაციის თაობაზე. მოხალისე ახალგაზრდებმა, კარდაკარ სიარულის მეთოდით, ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდეს. 

„COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 48-თვიანი პროექტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში COVID-19-ის პანდემიის ზეგავლენის შემცირებაში ეხმარება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,