ევროპის სოლიდარობის კორპუსი: მოხალისეობრივი საქმიანობის ერთწლიანი პროგრამა შვედეთში
ნოემბერი 22, 2021

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: მოხალისეობრივი საქმიანობის ერთწლიანი პროგრამა შვედეთში


პანევროპული ქსელი, Trans Europe Halles (TEH) ეძებს მოხალისეებს, რომლებიც 2022 წლის 1 თებერვლიდან ერთი წლის განმავლობაში  შვედეთის ქალაქ ლუნდში მის საერთაშორისო გუნდთან ითანამშრომლებენ. მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ ევროკავშირის სოლიდარობის კორპუსის მონაწილეებს — მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნიდან. 

TEH 1983 წლიდან მოყოლებული გარდაქმნის ინდუსტრიულ და კომერციულ შენობებს სახელოვნებო, კულტურული თუ საზოგადოებრივი მიზნებისთვის გამოსაყენებლად. ქსელის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩასართავად, მოხალისე ციფრული მედიით, კომუნიკაციებით, ხელოვნებითა და კულტურით უნდა ინტერესდებოდეს.

მონაწილე იცხოვრებს ახლადგარემონტებულ საცხოვრებელ კორპუსში და უზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივი ავტობუსის სამგზავრო ბარათით, ველოსიპედით და ჯიბის ფულით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაცია

განცხადება

დახურვის თარიღი:

ნოემბერი 30, 2021

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,