სოციალური მეწარმეობის ფორუმი გამარჯვებულს 18 ნოემბერს გამოავლენს
ნოემბერი 16, 2021

სოციალური მეწარმეობის ფორუმი გამარჯვებულს 18 ნოემბერს გამოავლენს


ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოციალური მეწარმეობის მე-10 ფორუმი საქართველოში 18 ნოემბერს გაიმართება.

სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებული ფორუმი მიზნად ისახავს სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციას და მისი განვითარების ხელშემწყობი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში. ის სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი კავშირების დამყარებისა და გაძლიერების საშუალებას იძლევა.

ფორუმის სამი ფინალისტი კომპანიაა „დადარი“, „პოტერია“ და „მეგო-ბარი“, რომელთა შორისაც  წლის სოციალური საწარმო გამოვლინდება. სოციალური მეწარმეობის 2021 წლის კონკურსის გამარჯვებული ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს.

ღონისძიება ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში და მას დაესწრებიან სოციალური საწარმოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე მუშაობენ.

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,