StandWithUkraine:  ცხადდება საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისთვის 
აპრილი 13, 2022

StandWithUkraine:  ცხადდება საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისთვის 


ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმმა (EaP CSF) 2022 წლისთვის „სოლიდარობის სტიპენდიების“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი განსაზღვრულია აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა და სამოქალაქო აზროვნების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის საპასუხო სამოქალაქო მოძრაობას უდგანან სათავეში.

უშუალოდ უკრაინელი სამოქალაქო აქტივისტებისა თუ  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის კი ცალკე კონკურსია გამოცხადებული.

კონკურსანტების მიერ შემოთავაზებული საქმიანობა უნდა ფოკუსირდებოდეს უკრაინელი ლტოლვილების და უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასთან ბრძოლაზე და მომავალი საგამოძიებო მოქმედებებისთვის ფაქტების შეკრებაზე. გარდა ამისა, განაცხადები მიიღება პროექტებზეც, როლებიც ომისა და ლტოლვილების საკითხებზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას ისახავენ მიზნად.

კონკურსის გამარჯვებულები სტიპენდიის სახით დაახლოებით 5,000 ევროს ოდენობის  ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. გარდა ამისა, Eap CSF სტიპენდიატებს დაეხმარება, დაესწრონ ორგანიზაციული და საოპერაციო უნარების განმავითარებელ ტრენინგებსა თუ ვებინარებს. მათ, ამასთან, სტიპენდიატების წინა თაობასთან კავშირების დამყარების გზით, თანამოაზრეებისგან თანადგომის მიღებაც შეეძლებათ.

განაცხადების შეტანა შესაძლებელია ელექტრონულად ნებისმიერ დროს. მათ მიღებისთანავე შეაფასებენ.

მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია და შეიტანეთ განაცხადი

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივნისი 30, 2022

შესაძლებლობის ტიპი


თემაზე

ციფრული კომპეტენციის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის: შეიტანეთ განაცხადი 4 ოქტომბრამდე
სექტემბერი 29, 2023

ციფრული კომპეტენციის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის: შეიტანეთ განაცხადი 4 ოქტომბრამდე

„უჩინართა მიწები“: EU4Climate თბილისში კლიმატის ცვლილების თემაზე გამოფენასა და დისკუსიას უმასპინძლებს
სექტემბერი 27, 2023

„უჩინართა მიწები“: EU4Climate თბილისში კლიმატის ცვლილების თემაზე გამოფენასა და დისკუსიას უმასპინძლებს

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: მოხალისეობრივი საქმიანობის შესაძლებლობა ლიეტუვაში
სექტემბერი 20, 2023

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: მოხალისეობრივი საქმიანობის შესაძლებლობა ლიეტუვაში

„კულტურის ევროპული სივრცეები“ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში კულტურული ურთიერთობების შესახებ იდეების კონკურსს აცხადებს
სექტემბერი 20, 2023

„კულტურის ევროპული სივრცეები“ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში კულტურული ურთიერთობების შესახებ იდეების კონკურსს აცხადებს

ევროპის თარგმნის მაგისტრატურის ქსელი ახალი წევრებისთვის კონკურსს აცხადებს
სექტემბერი 19, 2023

ევროპის თარგმნის მაგისტრატურის ქსელი ახალი წევრებისთვის კონკურსს აცხადებს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,