#StandWithUkraine: გახდით მოხალისე უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად გერმანიის ქალაქ მაგდებურგში
მარტი 12, 2022

#StandWithUkraine: გახდით მოხალისე უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად გერმანიის ქალაქ მაგდებურგში


მაგდებურგში მდებარე ევროპის ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი სასწრაფოდ ეძებს 15 მოხალისეს ევროპის და აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებიდან, რომელთა რიცხვში საქართველოც შედის. შერჩეული პირები მოხალისეთა გუნდს 2022 წლის გაზაფხულზე შეუერთდებიან. 

მოხალისეები უნდა იყვნენ 18-30 წლის, უნდა იცოდნენ უკრაინული და/ან რუსული და მზად იყვნენ, ორი თვის განმავლობაში მხარი დაუჭირონ უკრაინელ ლტოლვილებს. ისინი ევროპის ახალგაზრდულ საგანმანათლებლო ცენტრსა და ქალაქ მაგდებურგში თავშეფარებულ ლტოლვილებს ყოველდღიური ცხოვრების ორგანიზებაში დაეხმარებიან. 

მოხალისეთა საცხოვრებლის, საკვების და სამგზავრო ხარჯებს პროექტის ორგანიზატორები აანაზღაურებენ.

ინიციატივა ევროკავშირის პროგრამის, ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებშია ორგანიზებული. პროგრამა  იმ ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც სხვადასხვა სახის სოლიდარობის საქმიანობაში მონაწილეობა სურთ — იქნება ეს სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება თუ ჯანდაცვის და გარემოსდაცვითი ქმედებების ხელშეწყობა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 18 მარტი. 

გაიგეთ მეტი და შეიტანეთ განაცხადი

დახურვის თარიღი:

მარტი 18, 2022


ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,