ევროპის აგროპოროდუქტების სტარტაპების უდიდესი საზოგადოება, EIT Food, იწვევს სამეწარმეო გუნდებს და ახლად შექმნილ სტარტაპებს, გაწევრიანდნენ საზოგადოებაში და შეიტანონ განაცხადები მის პროგრამაში, Seedbed Incubator, მონაწილეობის მისაღებად. ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული საზოგადოების ინიციატივა განკუთვნილია პროგრამასთან, “ჰორიზონტი ევროპა”, ასოცირებულ ქვეყნებში — მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში მოქმედი ბიზნესებისთვის.
Seedbed Incubator ექვსთვიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციების გარდაქმნას წარმატებულ ბიზნესად, რომელთა დახმარებით გლობალური სასურსათო სისტემის პრობლემების მოგვარებაა შესაძლებელი.
პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება 6,000-მდე ევროს შეადგენს. გარდა ამისა, ბიზნესებს EIT Food-ის სოციალური ზემოქმედების ფონდისგან, EIT Food’s Impact Fund, შემდგომ დაფინანსებაზე წვდომის და მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობაც მიეცემათ.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,