
2022 წლის 9-12 ივნისს ევროკომისია ახალი ევროპული ბაუჰაუსის პირველ ფესტივალს აწყობს, რომელზე დასასწრებადაც კერძო პირებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს იწვევს.
2022 წლის ფესტივალი ჰიბრიდული ღონისძიებაა, რომლის ძირითადი აქტივობები ბრიუსელში ჩატარდება, ხოლო გვერდითი ღონისძიებები — ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ. ფესტივალზე მიწვეულები არიან ორგანიზაციები, სახელოვნებო კოლექტივები, ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, ქალაქები, რეგიონები, კომპანიები და, ასევე, არქიტექტორები, მხატვრები, სტუდენტები, მეცნიერები, ნოვატორები და ყველა დაინტერესებული პირი.
კერძო პირებს და არაკომერციულ ორგანიზაციებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან ასევე შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი ბრიუსელის ბაზრობასა და ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად და გვერდითი ღონისძიებების ორგანიზებისთვის.
ყველა წინადადება მხარს უნდა უჭერდეს ახალი ევროპული ბაუჰაუსის ფასეულობებს, მდგრადი სივრცეების შექმნას და მშვიდობიან თანაცხოვრებას.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 7 მარტი.
დამატებითი ინფორმაცია
გვერდითი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის კონკურსი
ბაზრობაში მონაწილეობის კონკურსი: პროექტების გამოფენა
ფესტივალში მონაწილეობის კონკურსი: კულტურული და სახელოვნებო ღონისძიებები





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
We use cookies and similar technologies to improve your experience on our website.