„შემოქმედებითი ევროპა“ აცხადებს კონკურსს ევროპული თანამშრომლობის პროექტებზე – მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სომხეთს, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას
მარტი 10, 2026

„შემოქმედებითი ევროპა“ აცხადებს კონკურსს ევროპული თანამშრომლობის პროექტებზე – მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სომხეთს, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას


ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ „შემოქმედებით ევროპა“ გამოაცხადა ახალი კონკურსი პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც ფართო სპექტრის აქტივობებს და ინიციატივებს ახორციელებს და სხვადასხვა კულტურულ და შემოქმედებით სექტორებში მოღვაწე ხელოვანებსა და დაინტერესებულ მხარეებს მოიცავს.

„ევროპული თანამშრომლობის პროექტები“ ტრანსნაციონალური პროექტებია, რომლებიც მოიცავს პროგრამაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის სომხეთის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის კულტურულ და შემოქმედებით სექტორებში მოღვაწე ორგანიზაციებს. ეს პროექტები კულტურული სფეროს ყველა ზომის ორგანიზაციას, მათ შორის მიკროორგანიზაციებს და მცირე ორგანიზაციებს, შემდეგ შესაძლებლობებს სთავაზობს: ერთობლივი შემოქმედება, თანამშრომლობა, ექსპერიმენტირება, ინოვაციების განხორციელება, მობილურობა და ცოდნის გაზიარება.

დაახლოებით 60 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე წლევანდელი კონკურსი ხელს შეუწყობს კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას და გააძლიერებს საზღვრისპირა მიმართულებას ევროპული მხატვრული კონტენტის შექმნასა და გავრცელებაში. გარდა ამისა, ის წაახალისებს განვითარებას, ექსპერიმენტებს, გავრცელებას და ახალი და ინოვაციური პრაქტიკის გამოყენებას.

აქტივობები შეიძლება მოიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგი აქტივობებით: ხელოვანების და პროფესიონალების ტრანსნაციონალური მობილობის ხელშეწყობა; ნაშრომებზე წვდომის გაუმჯობესება ევროპულ კულტურის და შემოქმედებით სექტორში; ახალი უნარების ათვისება და არსებული უნარების განვითარება; ინკლუზიურობის და გენდერული თანასწორობის ასპექტების ხელშეწყობა და კულტურათშორისი დიალოგის გაძლიერება; და ახალგაზრდების აქტიური ჩართვა კულტურულ და შემოქმედებით აქტივობებში ინოვაციების, ერთობლივი შემოქმედების და თაობათა შორის დიალოგის ხელშეწყობის მიზნით.

კონკურსი ორ კატეგორიად იყოფა: მცირე და საშუალო მასშტაბის პროექტები.

მცირე მასშტაბის პროექტებზე განაცხადის შესატანად კონსორციუმი უნდა შედგებოდეს სამი სხვადასხვა უფლებამოსილი ქვეყნის მინიმუმ სამი დამოუკიდებელი სუბიექტისგან და მის მიერ მოთხოვნილი დაფინანსების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 200,000 ევროს (თითო პროექტზე). დაფინანსების წილი არის მაქსიმუმ 80%.

საშუალო მასშტაბის პროექტებზე განაცხადის შესატანად, კონსორციუმი უნდა შედგებოდეს ხუთი სხვადასხვა უფლებამოსილი ქვეყნის მინიმუმ ხუთი დამოუკიდებელი სუბიექტისგან და მის მიერ მოთხოვნილი დაფინანსების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ევროს (თითო პროექტზე). დაფინანსების წილი არის მაქსიმუმ 70%.

განაცხადების შეტანის საბოლოო ვადაა 5 მაისი.

ევროპული თანამშრომლობის პროექტები ღიაა ყველა კულტურული და შემოქმედებითი სექტორისთვის. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქმედება არის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ კულტურის მიმართულება, მხოლოდ აუდიოვიზუალური კონტენტის წარმომდგენ და/ან მხოლოდ აუდიოვიზუალური სექტორის ორგანიზაციებისგან შემდგარ პროექტებს კონკურსში მონაწილეობის უფლება არა აქვთ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მაისი 5, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,