
2022 წლის 11-12 ივლისს პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მეოთხე ახალგაზრდული კონფერენცია — „ახალგაზრდობა დემოკრატიის აღორძინებისთვის“ — გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს ევროკავშირიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან — აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.
ასამდე ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა, აღმოაჩინოს მეთოდები, სტრატეგიები და მექანიზმები, რომლებიც მათ დემოკრატიულ პროცესებში ინკლუზიურ და ეფექტიან მონაწილეობას შეაძლებინებს. ისინი გაიგებენ, როგორ ჩაერთონ საფუძვლიანად გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და მოსთხოვონ ხელისუფლებას ადამიანის უფლებების და დემოკრატიული სტანდარტების დაცვა. კონფერენცია, ამასთან, ფოკუსირდება იმაზეც, თუ როგორაა შესაძლებელი მეტად მშვიდობიანი და გამძლე თემების შექმნა.
შერჩეულ კანდიდატებს მგზავრობის, კვებისა და საცხოვრებელი ხარჯები სრულად აუნაზღაურდებათ.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 29 მაისი.
კონფერენცია ორგანიზებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
We use cookies and similar technologies to improve your experience on our website.