სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საკომუნიკაციო ლაბორატორიების პროგრამაში ჩასართავად კონკურსი ცხადდება
სექტემბერი 6, 2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საკომუნიკაციო ლაბორატორიების პროგრამაში ჩასართავად კონკურსი ცხადდება


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ პროექტი საქართველოსა და სომხეთში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის კონკურსს აცხადებს. შერჩეული კანდიდატები ჩაერთვებიან „საკომუნიკაციო ლაბორატორიებში“ — სპეციალური შესაძლებლობების განვითარების პროგრამაში, რათა ევროკავშირის მხარდაჭერით განავითარონ და წამოიწყონ საკუთარი საკომუნიკაციო კამპანიები. 

 „საკომუნიკაციო ლაბორატორიების“ მიზანია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღჭურვოს იმ უნარებით, რესურსებითა და რჩევებით, რომლებიც ეფექტიანი საკომუნიკაციო კამპანიების შემუშავებისა და განხორციელებისთვისაა საჭირო. ეს კამპანიები საზოგადოებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას და ანახებს, რომ მათ დადებითი ცვლილებების მოტანა და ადამიანთა მობილიზება შეუძლიათ. 

 „საკომუნიკაციო ლაბორატორიებში“ მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 20-მდე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია — 10 საქართველოდან და 10 სომხეთიდან. შესაძლებლობების განვითარების პროგრამის დასასრულს კი შეირჩევა 6-მდე კამპანიის იდეა და მათი ავტორები ამ იდეების განსახორციელებლად და დასაწყებად ევროკავშირის დაფინანსებას მიიღებენ. 

განაცხადის ფორმა მხოლოდ ინგლისურ ენაზე შეიძლება შეივსოს.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 25 სექტემბერი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

სექტემბერი 25, 2023


ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,