ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამოაცხადეს სასკოლო კონკურსი, რომლის მიზანიც საჯარო სკოლებში ცირკულარული ეკონომიკის ხელშემწყობი ინიციატივების მხარდაჭერა არის.
კონკურსი გააძლიერებს იმ სკოლებს, რომლებსაც უკვე აქვთ მოქმედი ეკოკლუბი ან კონკურსის ფარგლებში აპირებენ მის შექმნას.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს პრაქტიკულ, ინოვაციურ და ინკლუზიურ პროექტებს, რომლებიც მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელდება, განავითარებს მდგრად და ცირკულარულ პრაქტიკებს, წაახალისებს ქცევით ცვლილებას და შექმნის საფუძველს ნარჩენების შემცირებისა და გადამუშავების პრაქტიკების გავრცელებისთვის.
საჯარო სკოლების მიერ განხორციელებული აქტივობები შეიძლება მოიცავდეს როგორც სკოლაში ნარჩენების მარტივი კვლევის ჩატარებასა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების ორგანიზებას, ასევე სკოლებში სათანადო დახარისხებისა და გადამუშავების კუთხეების მოწყობას. სკოლებს ასევე შეუძლიათ, ისეთი ინიციატივებით შეუწყონ ხელი პროდუქტების სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებას, როგორიცაა წიგნების გაცვლა, სასკოლო ნივთების შეკეთება და ხელახალი გამოყენება.
კონკურსი ღიაა საჯარო სკოლებისთვის საქართველოს ყველა რეგიონიდან.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მაისი.
კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთობლივი პროგრამის, „ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის“, ფარგლებში, რომლის მიზანიცაა ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობა, რაც ეხმარება ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასა და რესურსების ეფექტიან გამოყენებას.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,