კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ევროკავშირის მხარდაჭერით საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსზე მიიღება ინოვაციური იდეები, რომლებიც კლიმატის ცვლილების მიტიგაციისა და ადაპტაციის საკითხებს მოიცავს.
საგრანტო კონკურსის მიზანი კახეთის (გურჯაანი, საგარეჯო და ახმეტა), იმერეთის (ზესტაფონი, ტყიბული და ჭიათურა), გურიის (ლანჩხუთი და ოზურგეთი) და რაჭა-ლეჩხუმის (ონი და ამბროლაური) რეგიონებში ინოვაციური და მდგრადი პროექტების დაფინანსებაა.
კონკურში მონაწილეობა შეუძლიათ ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, მეწარმეებს, ფერმერებს და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს.
საპროექტო იდეები ხელს უნდა უწყობდეს კლიმატის ცვლილების გავლენის შერბილებას და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციას, ადამიანის ჯანმრთელობის და გარემოს დაცვას, კლიმატის ცვლილების საკითხების საგანმანათლებლო დაწესებულებების დღის წესრიგში ინტეგრაციას და სექტორში მეტი ახალგაზრდა სპეციალისტის მოზიდვას.
გრანტების მოცულობებია 3,000-იდან 9,000-მდე ევროს ეკვივალენტი ლარში.
საგრანტო იდეების წარდგენის ბოლო ვადაა 1 მარტი.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,