მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA) აცხადებს კონკურსს101.8 მილიონი ევროს ბიუჯეტით სადოქტორო და პოსტ-სადოქტორო პროგრამების თანადაფინანსებისთვის
იანვარი 31, 2025

მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA) აცხადებს კონკურსს101.8 მილიონი ევროს ბიუჯეტით სადოქტორო და პოსტ-სადოქტორო პროგრამების თანადაფინანსებისთვის


დღეს მარია სკლოდოვსკა-კიურის 2024 წლის აქტივობების  ფარგლებში რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების თანადაფინანსების კონკურსი (COFUND) გაიხსნა.

ამ კონკურსის ფარგლებში ევროკომისია  მკვლევართა ინსტიტუციური, რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო სწავლების და კარიერის განვითარების პროგრამების მხარდასაჭერად 101.8 მილიონ ევროს გამოყოფს.

COFUND საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს შექმნან ახალი ან გააძლიერონ არსებული სადოქტორო და პოსტ-სადოქტორო პროგრამები მათი ფასების მნიშვნელოვანი ნაწილის თანადაფინანსებით იმ მიზნით, რომ მიიზიდონ მკვლევრები და საერთაშორისო მაღალკვალიფიციური კადრები.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ერთ ორგანიზაციას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან ან პროგრამასთან Horizon Europe ასოცირებული ქვეყნიდან, მათ შორის – სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.

პროექტში შესაძლებელი დამატებითი საპროექტო პარტნიორების, კერძოდ, სხელმწიფო ორგანიზაციების, რეგიონული ხელისუფლების, დამფინანსებელი სააგენტოების, უნივერსიტეტების, კვლევითი ორგანიზაციების და საწარმოების ჩართვა მკვლევრების მოზიდვის (განმახორციელებელი პარტნიორები), ან მივლინების მასპინძლობის და საგანმანათლებლო პროცესის ჩატარების (ასოცირებული პარტნიორები) მიზნით.  განმახორციელებელი პარტნიორები შეიძლება დაარსდეს პროგრამასთან Horizon Europe ასოცირებულ ქვეყანაში, ან დაბალ- და საშუალოშემოსავლიან მესამე ქვეყნებში (მათ შორის არის  აზერბაიჯანი და ბელარუსი). ასოცირებული პარტნიორები შეიძლება იყვნენ ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან.

განაცხადების შეტანის საბოლოო ვადაა 2025 წლის 24 ივნისი.

დამატებით ინფორმაცია 

პრესრელიზი

Horizon Europe პროგრამის გზამკვლევი

დახურვის თარიღი:

ივნისი 24, 2025

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,