ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო ენერგეტიკული თანამეგობრობის რეგიონის, მათ შორის საქართველოს, წარმომადგენელ 18-30 წლის ახალგაზრდებს კონკურსში, Just Transition Young Voices Awards („სამართლიანი გადასვლის ახალგაზრდული ხმების ჯილდო“) იწვევს.
კონკურსი პირველად გასულ წელს ჩატარდა და მაშინ წერილობით ისტორიებზე კონცენტრირდა. წელს ახალგაზრდებს ინდივიდუალურად ან ორი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის სახელით ვიდეოების გაგზავნა მოეთხოვებათ.
ვიდეოში კონკურსანტებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვას, „რას ნიშნავს თქვენთვის და თქვენი თემისთვის სამართლიანი გადასვლა?“, რისი მიზანიცაა სამართლიან გადასვლაზე ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება. შესაბამისად, ვიდეოებში უნდა აისახოს ადგილობრივი რეალობა, გამოწვევები და პრობლემათა გადაჭრის შესაძლო გზები.
კონკურსანტებს მოკლე ვიდეოს წარდგენა ამ ორი კატეგორიიდან ერთ-ერთში შეუძლიათ:
გამარჯვებულებს ოქტომბერში მონტენეგროში დაგეგმილ „სამართლიანი გადასვლის ფორუმზე“ მიიწვევენ, რომელზეც ენერგეტიკული თანამეგობრობის რეგიონის ქვეყნების მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან. გამარჯვებულები ასევე მიიღებენ უნარების განვითარების შესაძლებლობებს და პარტნიორი მედიაპლატფორმების მეშვეობით გააცნობენ თავს რეგიონის მოსახლეობას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 აგვისტო.
საინფორმაციო ონლაინსესია 19 მაისს გაიმართება. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე.
კონკურსი იმართება CEE Bankwatch Network-თან, „ბალკანეთის მწვანე ენერგიის ახალ ამბებთან“ (BGEN), ევროპის Climate Action Network (CAN)-თან და ახალგაზრდული თანამშრომლობის რეგიონულ ოფისთან (RYCO) პარტნიორობით.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,